დედოფლისწყაროში ახალგაზრდული სახლი გაიხსნა
ENPARD-2 -ის და ადგილობრივი თვითმმარველობის ერთობლივი სოციალური პროექტის (PROCEED) ფარგლებში ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში ახალგაზრდული სახლი გაიხსნა.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში გარემონტდა და თანამედროვე, უახლოესი ინვენტარით აღიჭურვა ოთახი, სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებას შეძლებენ.
,,აღნიშნული ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის და ENPARD-2 -ის ერთობლივი სოციალური პროექტის (PROCEED) ფარგლებში გაიხსნა. ახალგაზრდული სახლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე შეიქმნა. დაწესებულებაში აქტივობის განხორციელება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15-დან 29 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია”,- აცხადებენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.