ახალი ამბები

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში კალაურში გარეგანათება მოეწყობა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში გარე განათება მოეწყობა. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის მოგვარება სოფელში შეხვედრების დროს ადგილობრივებმა მოითხოვეს.
,,ადგილობრივ მოსახლეობას მერი შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით, 20 000 ლარით სოფელში გარე განათება მოეწყობა. პრიორიტეტი სოფლის კრებაზე, ხმათა უმრავლესობით შეირჩა. მუნიციპალიტეტში, “ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ყველა სოფელში იმართება და დღეს დასრულდება”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.