აეროდრომმა „მიმინომ“ შიდა ფრენები შესაძლოა გაზაფხულიდან განახორციელოს
თელავში არსებულმა სასწავლო აეროდრომმა „მიმინომ“ შიდა ფრენები შესაძლოა გაზაფხულიდან განახორციელოს. შიდა ფრენების განსახორციელებლად მოლაპარაკებები ერთ-ერთ კომპანიასთან აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს აეროპორტ „მიმინოში“ შიდა რეისები არ სრულდება. აეროპორტი სრულად სერტიფიცირებულია კატეგორიით, რომელსაც 5 500 კილოგრამამდე საჰაერო ხომალდის მიღება შეუძლია. „მიმინო“ 2013 წლიდან საქართველოს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბალანსზეა.
აეროპორტი აღჭურვილია სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულია თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.