ახალი ამბები

იორმუღანლოდან 18 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან 18 წლის გოგონას ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმეს იძიებს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკარგული გოგონას სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იორმუღანლოდან 18 წლის გოგონას გატაცების შესახებ ინფორმაცია უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გაავრცელა. მისი თქმით, ოჯახი დაკარგულ გოგონას ორი დღეა რაც ეძებს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი