სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის თელავის ბიუჯეტიდან 599 000 ლარზე მეტი დაიხარჯება
თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 599 ათას 850 ლარი დაიხარჯება.
თელავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სოფლებში გარე ტრენაჟორების და მინი სტადიონების მოწყობას მოხმარდება.
,,თელავის ბიუჯეტიდან სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის სულ 599, 850 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 გარე ტრენაჟორის მოწყობისთვის, რისთვისაც 310 000 ლარი დაიხარჯება, ასევე დაგეგმილია ორი მინი სტადიონის მოწყობა 232,100 ლარის ფარგლებში. გარდა ამისა, იგეგმება ჭადრაკის სახლის რეაბილიტაცია, რისთვისაც 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით 27,500 ლარი დაიხარჯება, ხოლო საზედამხედველო მომსახურებისთვის გავალისწინებულია 30 000 ლარი”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.