ახალი ამბები

ნუკრი ქანთარია – თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს, ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და “ნაციონალური მოძრაობის” აქციასაც გადაიტანს.

“გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილი მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა ორი პროცენტი რომ იყოს, დავფიქრდებოდი, მაგრამ არც ხუთია, არც ათია, ოცამდეა. თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს. თუ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავლენ, ადგილები მზად არის, მაგრამ სააკაშვილის მოწოდებებს არ იზიარებენ. თუ კონსტიტუციიდან გავლენ, ნებისმიერი ადამიანი პასუხს მიიღებს. აქციები ტრამპის ინაუგურაციასაც ახლდა”, – განაცხადა ქანთარიამ.

16 დეკემბერს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციას გამართავს. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადეიბით, აქცია მშვდობიანი იქნება.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი