ახალი ამბები

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით თელავის ისტორიულ მუზეუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებაზე 30-ზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ დასაქმების მსურველებს 1000-ზე მეტი ვაკანსიას გააცნეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფორუმის ფარგლებში სამსახურის მაძიებლებს შესაძლებობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ დამსაქმებლებს და გასაუბრებოდნენ.
მარიამ ბაზერაშვილის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობდნენ საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტული, მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელების, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლები.
მისივე განმარტებით, დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებმა მიიღეს მონაწილეობა.
,,სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი სერვისია დასაქმების ფორუმების ორგანიზება. ჩვენ ასევე ვახორციელებთ მოკლევადიან გადამზადების პროგრამებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება სამიზნე ჯგუფებისთვის. ფორუმში მონაწილეობისთვის სწორედ ჩვენი კურსდამთავრებულები მოვიწვიეთ. ფორუმზე მოწვეული იყო 30-მდე მსხვილი კომპანია, რომლებიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან. გარდა ამისა, ჩვენს საიტზე worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ყველა პირს დაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. 16 წლის ასაკიდან ზევით ყველა მოქალაქეს, შშმ პირებს ამ ფორუმის დახმარებით ყოველ წელს ეძლევათ საშუალება, მოიძიონ სამსახური და დასაქმდნენ. ვფიქრობთ მნიშვნელოვანია დამსაქმებლების და სამუშაოს მაძიებლების ერთმანეთთან შეხვედრა. ფორუმზე დარეგისტრირდა 340 ადამიანზე მეტი. მათგან სათანადო კადრები დასაქმდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმის საშუალებით შევძლებთ ადამიანსებს დასაქმებაში დავეხმაროთ’’,- განუცხადა Knews.ge-ს მარიამ ბეზარაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს პირველი ნოემბრის მონაცემებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელშეწყობით უკვე დასაქმდა 1600-ზე მეტი ადამიანი და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის 84 პირი.