ახალი ამბები

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით 7 დეკემბერს, თელავში, დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში 12:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი მსხვილი კომპანია, რომელიც დასაქმების მსურველებს 1000-მეტ ვაკანსიას გააცნობენ.
“ფორუმის ფარგლებში დასაქმების მსურველებს შესაძლებობა ექნებათ, შეხვდნენ და გაესაუბრონ დამსაქმებლებს.
ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები არიან საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტული, მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელების, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებიდან. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.