ახალი ამბები

სიღნაღში დაზიანებულ ისტორიული თაღს ნალესი ფენა მოაცილეს

სიღნაღის გალავნის ისტორიულ პირვანდელი სახე დაუბრუნდა. თაღს ღია კრემისფრად შეღებილი და ნალესი ფენა მოაცილეს.

სიღნაღის მერის მოადგილის მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, სიღნაღის გალავნის ამ ნაწილს ბოლოს 60-70-იან წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია.

„პატარა და დიდი თაღის სრული რეაბილიტაციის საკითხს 2019 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ. ამ საკითხის განხილვაში აუცილებლად იქნება ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. მათ რეკომენდაციებს გავითალისწინებთ და უძველესი თაღების აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, სიღნაღში ისტორიული გალავნის თაღის თვითნებურად რამდენიმე თვის წინ გადაღებეს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამშენებლო კომპანია 12 ათასი ლარით დააჯარიმა.