არჩევნებიახალი ამბები

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. კონსტიტუციის მიხედვით, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია ქვეყნის პირველი პირის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება. ცესკოს მიერ საარჩევნო უბნების 99,92 %-ის დათვლის შედეგებით, არჩევნებში 59,54 %-ით გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილია.

მოამზადა: ნატალია ცისკარაშვილმა