ახალი ამბები

სოფელ იორმუღანლოში „თიბისი ბანკიდან“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში „თიბისი ბანკიდან“ TBC PAY-ს აპარატი მოიპარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავეებმა 1500 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცავებს ჯერ არავინ არ დაუკავებიათ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი