ახალი ამბები

სოფელ მუკუზანში 18 წლის ახალგაზრდას ერთი თვეა ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში მცხოვრებ 18 წლის ნუგზარ დიასამიძეს უკვე ერთი თვეა, რაც ეძებენ. 
ახალგაზრდას დედის თქმით, ნუგზარი სახლიდან 5 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე გავიდა და მას შემდეგ მის კვალს ვეღარ მიაგნეს.
მერი ზაქარაძის თქმით, სამძებრო ღონისძიებებში სამაშველო სამსახური და პოლიციაა ჩართული.
,,იმ დღისით ბაზარში ვიყავი გასული, რომ მივედი აღარ დამხვდა სახლში. მას შემდეგ კახეთში და თბილისში ვეძებ, ყველგან მოვიკითხეთ, თუმცა ვერსად ვერ ვიპოვნეთ. ვთხოვ ყველას, თუ ვინმემ რამე გაიგოს, გაგვაგებინოს. დამეხმარეთ შვილის პოვნაში”,- ამბობს მერი ზაქარაძე.