ახალი ამბები

ლაგოდეხში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს და საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთეს.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კარწახსა და ქუთაისის აეროპორტშიც.
„აღნიშნული შემთხვევები 1 და 3 ნოემბერს დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის, თურქეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, ე.ა.-ს, კ.კ.-სა და ჩ.ს.-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (34 აბი) აღმოაჩინეს“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი