არჩევნებიახალი ამბები

ვაშაძე – აუცილებელია ჩამოყალიბდეს თვითმმართველობის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი თვითმმართველობების გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციისთვის გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.
გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ეფუძნებოდეს მაქსიმალური დეცენტრალიზაციის განხორციელების პრინციპს, რომელიც გულისხმობს თვითმმართველი ერთეულებისთვის ფუნქციათა მაქსიმალურ დელეგირებას.
“თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია ფინანსურადაც მხარდაჭერილი უნდა იყოს და ამისათვის მთელი რიგი გადასახადების ან მთლიანად ან ნაწილობრივ ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ დონეზე უნდა განხორციელდეს. ადგილობრივი ხელისუფლების არჩევის სისტემა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ იგი უფრო ეფექტიანად და ყოვლისმომცველად ითვალისწინებდეს თემების მრავალფეროვნებასა და ინტერესებს. ხელი უნდა შეეწყოს სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობასა და კოოპერაციას მათი ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული პოტენციალის უკეთ და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით. ამისათვის მაქსიმალურად უნდა განვითარდეს და ჩამოყალიბდეს თითოეული თვითმმართველი სუბიექტის გრძელვადიანი ეკონომიკური, სოციალური განვითარების სტრატეგია და გეგმები. უნდა ხელი შეეწყოს ადგილებზე საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნების, ტურიზმის ეფექტიანი განვითარების პროექტების განხორციელებას. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის: გზები, ელექტროენერგია, გაზი, ინტერნტის განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს. უნდა შემოვიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვის ბევრად უფრო გონივრული და რაციონალური მიდგომა, რომელიც დაეფუძნება პრინციპს, რომ ადგილობრივ ბიუროკრატიაზე გასაცემი ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს ამავე თვითმმართველი ორგანოს ტერიტორიაზე დასახარჯი თანხის 20%-ს’’,- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.