არჩევნებიახალი ამბები

პანკისში საარჩევნო ბიულეტენზე #არაჰესებს #ნუმომკლავ დააწერეს

პანკისის ხეობის მაცხოვრებლების ნაწილმა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის გამოსახატავად საარჩევნო ბიულეტენზე ,,არაჰესებს” დააწერეს.
სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები სულხან ბორძიკაშვილი აცხადებს, რომ ამ ჟესტით მოსახლეობას სურს, ხმა მიაწვდინოს მმართველ ძალას.
,,წამოწყებას ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, ამიტომ საკმაოდ ბევრი ასეთი ხმა წავა ცესკო-ში. ჩვენს დაწერილ ტექსტს, ბიულეტენის თავში ან ბოლოში, ფოტოს ვუღებთ და დავდებთ კედელზე ჰეშთეგით #არაჰესებს #ნუმომკლავ”, – განაცხადა knews.ge-სთან სულხან ბორძიკაშვილმა.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი