არჩევნებიახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი სამ წამყვან არხს ინტერვიუს მისცემს

23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სამი ყველაზე რეიტინგული არხის, მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია “იმედიდან”, „პირისპირ“ – ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან „არჩევანი“ – გიორგი გაბუნიას და tv  “პირველიდან” – „რეაქცია“ – ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს.

ამის შესახებ ინფორმაცია  პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსამსახურმა გაავრცელა:

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.