ახალი ამბები

პრეზიდენტობის მსურველი 46 პირიდან 20-ს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა

პრეზიდენტობის კანდიდატობის 46 მსურველიდან 20-ს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა, ხოლო ორი პირის საკითხი განხილვაშია.

ცესკოში განმარტავენ, აღნიშნულმა კანდიდატებმა მხარდამჭერთა სიების არ წარადგინეს.
,,საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენაზე უარი ეთქვათ – გია ჩხიკვაძეს, კობა ჯულაყიძეს, გიორგი გახოკიას, ნიკოლოზ ლეკიშვილს, დავით ამაშუკელს, თამაზ ბიბილურს, ბონდო ბარათაშვილს, ელისო დონაძეს, ვაჟა ჩხაიძეს, ზაქარია როჭიკაშვილს, ზაურ მეკოკიშვილს, გიორგი შენგელაიას, ბესიკ აფხაიძეს, ავთანდილ ფილაურს, იოსებ ბიბილეიშვილს, იაკობ გრიგორიევს, ნინო ჯიქიას, დენიზა სუმბაძეს, მაია ნინუას და ივანე ნუგზარაშვილს. განხილვის პროცესშია ორი პირის, მიხეილ ანთაძის და ოთარ მეუნარგიას საკითხი. ყველა მათგანის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი”,- განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

მოამზადა მაკა ხაზიურმა.