ახალი ამბები

თელავში “ღვინის სამშობლოს გარბენი” გაიმართება

დღეს თელავში პროგრამა #იყავიაქტიურისაქართველოში ფარგლებში, საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და პროექტ Check In Georgia ს მხარდამჭერით გაიმართება უნიკალური, “ღვინის სამშობლოს გარბენი” #WineLandRun
აღნიშნული ღონისძიებისთვის სამზადისი თელავში დილიდან მიმდინარეობს.
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეების რეგისტრაცია 18:00 საათზე დაიწყება.
,,ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გარბენი 3.5 კმ. მონაკვეთზე, ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. ყველა ფინიშორი დაჯილდოვდება სამახსოვრო მედლით და სიგელით. გარბენში მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება 18 საათზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარბენის სტარტი დაიწყება 19 საათზე. ღონისძიება დასრულდება საღამოს დავით ევგენიძის ბენდის კონცერტით”,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.