ახალი ამბები

ახმეტაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ახმეტაში ავტოსაგაზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა