ახალი ამბები

გურჯაანში განახლებული ფრანგული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ახლადგარემონტებული შენობა „კახეთი-იონის” პრეზიდენტმა ერიკ ჟანტემ კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა. 
“ვულოცავ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონს” დაარსების 10 წლის იუბილეს. ვფიქრობ, თავისი ხარისხიანი მომსახურებით საკმაოდ მაღალკონკურენტიანი სამედიცინო ცენტრია კახეთის რეგიონში, რომელიც წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებსაც, ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. დარწმუნებული ვარ, კახეთისა და იონის მეგობრობა კიდევ უფრო მეტს სარგებელს მოუტანს ჩვენს მუნიციპალიტეტს,” – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა. 
გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, აღნიშნული სამედიცინო ცენტრის განახლება მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 
„ძალიან მნიშვნელობანია რომ განახლდა სამედიცინო ცენტრ კახეთი- იონის შენობა და ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კიდევ უფრო კომფორტულ გარემოში მიიღონ კვალიფიციური მომსახურება“ – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა. 
აღსანიშნავია, რომ წელს საფრანგეთის იონის დეპარტამენტსა და კახეთის რეგიონს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის 20 წლის იუბელე და ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონის“ დაარსებიდან მე-10 საიუბილეო წელი აღინიშნება.