ახალი ამბები

სოფელ იორმუღანლოში სამედიცინო ცენტრი გაიხსნება

როგორც knews.ge-ს საგარეჯოს მერიაში განუცხადეს, ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აპარატურით. უწყების ინფორმაციით, პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული, ექოსკოპიური და რენტგენოგრაფიული გამოკვლევები. 
“პაციენტებს მოემსახურებიან როგორც ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი ექიმები, ასევე თბილისიდან – წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოდან და კლინიკა „მზერადან“ მოწვეული, ყველა მიმართულების მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები. 
სამედიცინო ცენტრს ექნება არა მხოლოდ პოლიკლინიკის, არამედ ემერჯენსისა და დღის სტაციონარის პროფილიც. “დიაგნოზი” 24 საათიან გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას.  „დიაგნოზი“ პირველი კლინიკაა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფელში გაიხსნება”, – განუცხადეს knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.