ახალი ამბები

პანკისში დაჭრილი 23 წლის ქალბატონის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

დაჭრილს მკურნალობა თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, პაციენტს ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ხათუნა ჭუნიაშვილის ინფორმაციით, 23 წლის ქალბატონს 2 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 
ქალბატონს უკვე ჩაუტარდა 2 ქირურგიული ჩარევა. მას ჰქონდა ღვიძლი და პანკრიასის თავი დაზიანებული. მუცლის ღრუში კიდევ იგეგმება მესამე ოპერაციის ჩატარება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა. 
სოფელ ომალოში 23 წლის ქალბატონი 8 მარტს დაიჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა. დაჭრილს ახმეტის სამედიცინო ცენტრში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო კატასტროფის ბრიგადამ ქალბატონი თელავის რეფერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.