თელავში მომხდარი ავარიის დროს მძიმედ დაშავებული სახლში გაწერეს
ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ავარიის დროს დაშავებულის მდგომარება დამაკმაყოფილებელია და მის სოცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
„პაციენტი უკვე გავწერეთ სახლში. ის ძალიან კარგად გრძნობდა თავს. ავარიის დროს დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. პაციენტს საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა“, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა.
თელავში, რუსთვალის გამზირზე, ავტოავარია 26 თებერვალს, გვიან ღამით, მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ლაშა გრემელაშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, მეორე დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.