ახალი ამბები

საგარეჯოში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, სოფელ ვერხვიანთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებს 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ. ავარიის შედეგად გარდაცვლილის შვილი მძიმედ დაშავდა, რომელიც საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.