ახალი ამბები

საგარეჯოში ევროპული კლუბი გაიხსნება

,,ჩენ ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონის მასშტაბით. ამჯერად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესშ არსებულ გამოწვევების, მითებისა და რეალობის შესახებ, რომლებიც არსებობს ,,ნატოსა’’ და ევროკავშირის’’ მიმართ, ვისაუბრეთ საგარეჯოელ ახლაგაზრდებთან. გაჩნდა იდეაც, რომ ჩამოყალიბდეს ევროპული კლუბი”, – განუცხადა knews.ge-ს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს წარმომადგენელმა, ბექა ექსეულიძემ.
მისივე თქმით, ევროპული კლუბი ადგილობრივ დონეზე ხელს შეუწყობს ნატოსა და ევროკავშირის საკითხებზე სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას და ამ მიმართულებით მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას.