ახალი ამბები

გურჯაანის მერიამ სამ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

ვაკანტურია ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციები. როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიის ხელმძღვანელმა განუცხადა, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა 21 იანვარს დასრულდება. 
ზურაბ ანანეიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი.
„კონკურსი მოიცავს განცხადების გადარჩევას, ზეპირი დავალების მომზადებასა და გასაუბრებას. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 1500 ლარია, განყოფილების უფროსის ყოველთვიური ანაზღაურება 1200, უფროსი სპეციალისტის კი 700 ლარია. აღნიშნულ თანამდებობებზე პირებს სპეციალური კომისია შეარჩევს. კომისიის შემადგენლობაში შედიან მერის მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურის უფროსები. ჩვენ ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტიდან მოვიწვიეთ უშანგი მათიკაშვილი. აუცილებელი იყო მისი მოწვევა“, – განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ ანანეიშვილმა.