ახალი ამბები

დედოფლისწყაროში მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს

,,სამოქმედო გეგმა ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის პროცესის თანამედროვე პრინციპებით დაგეგმას გულისხმობს. ხუთწლიანი გეგმის მიზანია ნარჩენების მართვის ისეთი სისტემის განხორციელება, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, კომერციული ობიექტებისა და საწარმოებისათვის ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტურად მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს”, – განუცხადა knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შგროვებული მუნიციპალური ნარჩენების ტრანსპორტირება დამუშავებისა და განთავსების ობიექტებზე, სადაც ნებადართულია ამგვარი ნარჩენების მიღება; ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობა; მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება დასხვა.