გოჭების მარათონი – მერვე გადაცემა

პროექტის “MOLI კახეთში” და მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ ერთობლივი იდეის ფარგლებში გადაცემათა ციკლი „გოჭების მარათონი“ გრძელდება. დღვანდელი გადაცემა რიგით მერვეა. ამ გადაცემაში შემოგთავაზებთ მოსახლეობის მოსაზრებებს გოჭების კვების შესახებ. საკითხი დღემდე აქტუალურია, რადგან გოჭების გაზრდის მეთოდები ფერმერებისთვის გამოწვევად რჩება.

მოსახლეობა გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას გოჭების კვების რომელ მეთოდს (ტრადიციული და თანამედროვე) იყენებენ. ტრადიციულ და კომბინირებულ საკვებს შორის განსხვავება დიდია. გოჭების ტრადიციულ გაზრდაში იგულისხმება საქონლის ჩვეულებრივი, მამაპაპური მეთოდებით  გაზრდა. გოჭებს თანამედროვე მეთოდით გაზრდა ნიშნავს, როდესაც საქონლის კვებისას გამოიყენება კომბინირებული საკვები.

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ახმეტის მუნიპალიტეტში კომბინირებულ საკვებს ფერმერთა მცირე რაოდენობა იყენებს. 


გადაცემაზე მუშაობდნენ: 

იდეის ავტორი: ალექსანდრე ღოღობერიძე
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)

გადაცემის მხარდამჭერია პროექტი „MOLI კახეთში“, რომელსაც ახორციელებს შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS/EPER – ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.

The program is facilitated by MOLI in Kakheti project implemented by HEKS/EPER office in South Caucasus, funded by the Swiss Government.