ახალი ამბები

წნორში დამზადებული ჩურჩხელა ცენტრალური ევროპის ქვეყნებში გაიყიდება

პროდუქცია პრაღის, ბუდაპეშტის, ვენისა და ბრატისლავის რამდენიმე სავაჭრო ქსელში საცდელი რეჟიმით გაიყიდება.
ქართული ჩურჩხელით ამერიკელები და კორეელებიც დაინტერესდნენ. როგორც knews.ge-ს ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა ბიძინა ფხოველიშვილმა განუცხადა, 2 კვირის წინ აშშ–ში 2000 ჩურჩხელა ასევე საცდელი რეჟიმით გააგზავნეს. 
რამდენიმე დღეში პროდუქციას ჩეხეთში გავაგზავნით. ჩურჩხელა ცენტრალური ევროპის ქვეყნების რამდენიმე სავაჭრო ქსელში გაიყიდება. 2 კვირის წინ საცდელი პარტია გავაგზავენთ ამერიკის შეერთებულ შტატებში., თუ ჩვენს პროდუქციას დადებითი შეაფასებენ, მოლაპარაკებები უკვე მსხვილ პარტიებზე დაიწყება. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეასთანაც, სადაც 1 კვირის წინ 1000 ჩურჩხელა სამხრეთ კორეელების ბრენდირებით უკვე გავგზავნეთ. კომპანიამ ჩურჩხელა შეფუთული პოლიპროპილენის პარკებსა და მუყაოს ყუთებშიWHOLENUTS-ის („ჰოლნათს“) ბრენდით გამოუშვა და პროდუქცია ქართულ სავაჭრო ქსელებში წარმატებით შეივტანეთ”, – განუცხადა knews.ge-ს ბიძინა ფხოველიშვილმა. 
შპს „ნუგბარი 2015 წელს დაარსდა და ბაზარზე აქტიურად გასულ წელს გამოჩნდა. კომპანიაში 35-მდე თანამშრომელია დასაქმებული. დაბა წნორში მდებარე საწარმო დღეში 3,000-მდე ჩურჩხელას აწარმოებს. შეუფუთავი ჩურჩხელების გასაყიდი ფასები 2.70 და 2.90 ლარია, პოლიპროპილენის პარკში შეფუთულის – 3,00 და 3.20 ლარი, ხოლო მუყაოს ყუთებში შეფუთულების ღირებულება კი 3.30 -3.50 ლარია. 
კომპანია სასაჩუქრე პაკეტებსაც ყიდის, სადაც ჩურჩხელასთან ერთად საკუთარი წარმოების გოზინაყი, ტყლაპი და ჩირი დევს. ფხოველიშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სასაჩუქრე პაკეტების განახლებას გეგმავენ, ხოლო 2018 წელს გოზინაყისა და ტყლაპის მასიურ წარმოებას აპირებენ.