ახალი ამბები

საქართველოში ფერმერთა რეესტრის შექმნა იგეგმება

,,სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარკვეული სახის მონაცემთა ბაზები უკვე არსებობს. შექმნილია მცირემიწიან ფერმერთა, სახელმწიფო პროექტებით მოსარგებლე ფერმერთა, ასევე, მევენახე ფერმერთა ბაზები, თუმცა არ არსებობს ფერმერთა ერთიანი ბაზა, რომელიც ფერმერთა შესახებ უფრო სრულყოფილ სურათს წარმოაჩენს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს მონაცემთა ისეთი რეესტრი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნების და არსებული რეალობის გათვალისწინებით იქნება შექმნილი”, – განაცხადეს სამინისტროში.