ახალი ამბები

ლაგოდეხში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთ ტაძართან გუშინ ღამე მოხდა. დაშავებულს ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცავები გამოკითხვას ატარებენ. პოლიცია არკვევს დაზარალებულმა ჭრილობები თავად მიიყენა თუ სხვა პიროვნებამ დაჭრა. გამოძიების დასრულებისთანავე გავავრცელებთ ინფორმაციას“, – განუცხადეს knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.