ახალი ამბები

თელავში 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ

ოჯახის წევრების განცხადებით, დავით ხოკერაშვილი დაკარგული ღორის საძებნელად ცივის მთის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ არავის აღარ უნახავს.
,,ჩვენ პოლიციას უკვე მივმართეთ. დათო არის 175 სანტიმეტრი სიმაღლის და სამხედრო ქურთუკი აცვია. უკვე რამდენი ხანია ვეძებთ და უშედეგოდ”, – აცხადებს დაკარგულის ძმა.
სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობენ.