ახალი ამბები

30 ნოემბრამდე კახეთში ღამით ყინვა შესუსტდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 28-30 ნოემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება. ღამით ყინვა შესუსტდება, თუმცა გარკვეულ რაიონებში შესაძლებელია ყინვა შენარჩუნდეს. 30 ნოემბრამდე მზიანი, უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ღამით -1;0 იქნება, დღისით დათბება. 29-30 ნოემბერს კახეთის ქალაქებში 10-12 გრადუსი შენარჩუნდება.