2017 წელს პენსიები არ გაიზრდება
საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლიდან ამოქმედდება ახალი საპენსიო სისტემა.
”ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას ვაპირებ დღეს. ეს არის რეალობა. 2018 წლიდან, როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება. ჩვენ წინასააარჩევნო პერიოდშიც თავი შევიკავეთ არარეალისტური დაპირებებისგან”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.