მანავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ბავშვი დაშავდა

ავარიის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა შემთხვევის შედეგად დაშავებულები საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.