ახალი ამბები

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

ცესკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.
რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკო სამართლებრივ აქტებს შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გამოსცემს.