კახეთში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
გაეროს მიერ დაწესებულ ღონისძიება ფერმერ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
,,სოფლად მცხოვრები ქალების“ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კაჭრეთის კოლეჯის ეზოში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ფერმერმა ქალებმა გამოფენა-გაყიდვაზე გამოიტანეს სოფლის პროდუქტები და ტრადიციული რეწვის ნამუშევრები.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა კონფერენციას „ფერმერი ქალები სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“. სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ და შეიძინონ გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქტები”, – აცხადებენ კოლეჯის წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ფერმერ ქალთა ასოციაცია“ და კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.