თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მუსიკოსი ფესტივალის დაარსების ერთ-ერთი თანამოაზრე იყო.
,,9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, თელავის დრამატულ თეატრში, საერთაშორისო ვარსკვლავების მონაწილეობით 5 კონცერტი ჩატარდა. შევასრულე ისეთი სონეტები, რომელიც პირველად დავუკარი. დიდ პასუხიმგებლობას ვგრძნობდი, რადგან ეს პროგრამა ოლეგ კაგანს ეძღვნებოდა და უნდა ყოფილიყო შესაფერისი“-, განაცხადა ელისო ვირსალაძემ.
ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.