ახალი ამბები

საგარეჯოს #38 უბანზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

 საგარეჯოს #38 საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. Knews.ge-ს ინფორმაციით, კომისიის თავჯდომარემ ვერ უზრუნველყო საარჩევნო უბანზე წესრიგის სათანადო დაცვა, რის გამოც საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. Knews.ge-ს კორესპონდენტი აღნიშნულ ფაქტზე დეტალური ინფორმაციის გარკვევას საგარეჯოს #11 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ზურაბ მღებრიშვილთან შეეცადა. კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო უბანზე დაპირისპირების ფაქტი დაადასტურა, თუმცა კითხვებს თავი აარიდა. ,,საპატრულო პოლიცია იქნა უბანზე გამოძახებული, მაგრამ უბნის გარეთ იყვნენ და შენობაში არ შესულან. დეტალური ინფორმაცია თუ რა მოხდა უბანზე ჯერ არ ვიცი’’,- განუცხადა knews.ge-ს ზურაბ მღებრიშვილმა.