კახეთის ენერგოდისტრიბუცია გირჩის განცხადებას პასუხობს

,,გირჩის” თელავის წარმომადგენლების განცხადებით, დღეს, პარტია “სოციალისტური საქართველოს” წინააღმდეგ დაგეგმილი აქციისათვის კახეთის ენერგოდისტრიბუციამ ახალ პოლიტიკურ ცენტრს, თელავის სამუსიკო სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელექტროენერგია არ მიაწოდა. 
ბექა ბარამიძე knews.ge-სთან აცხადებს, რომ პარტიის ეს ბრალდება უსაფუძვლოა. მან განმარტა ის მიზეზები თუ რატომ ვერ შეძლო უწყებამ აქციის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა.
„აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები კომპანიაში გამოცხადნენ დღეს დილით. 10:00 საათსა და 30 მოითხოვეს, მოგვეხდინა დენის წაყაროს მიწოდება მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფის მიზნით 11:00 საათისთვის. ამდენად, ელექტროენერგიის მიწოდება ნახევარი საათის შუალედში ცხადია, ვერ მოესწრებოდა. მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომ გონივრულ ვადაში, წერილობითი ფორმით თუ შეგვითანხმდებიან ცხადია, ვუზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის მიწოდებას,“–განაცხადა knews.ge–სთან ბექა ბარამიძემ.