ახალი ამბები

კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი 27 მაისს დაჩქარებული წესით განიხილავს

სავალდებულო კვოტირების ნებისმიერი ფორმის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ამ მხრივ აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

შეგახსენებთ, რომ ვიდრე ნანა ყეინიშვილი ამ საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებდა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინეს, რაც პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან კვოტირებას გულისხმობდა. აღნიშნული ცვლილება პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ინიციატივა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოიწონა, თუმცა, იურიდიული კომიტეტისთვის პრინციპების დონეზეც კი არ აღმოჩნდა მისაღები წარდგენილი საკანინმდებლო ინიციატივა.