ახალი ამბები

თელავში საკვანძო გზაჯვარედინის მოწყობა 46 ათასი ლარი დაჯდა

ჭავჭავაძის გამზირის, სააკაძის ქუჩის, ალაზნის გამზირის, ქეთევან წამებულისა და ვარდოშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მოძრაობა ამიერიდან მხოლოდ სპეციალური ნიშნების საშუალებით იქნება შესაძლებელი. სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 000 ლარი დაიხარჯა.
,,სამუშაოების ფარგლებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, რეგულაცია მოიცავს მოძრაობის ახალი მიმართულების დამატებასაც კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირიდან შესაძლებელი გახდა ხიდის გადაკვეთა და მოძრაობის გაგრძელება ქ.წამებულის ქუჩის მიმართულებით. გარდა ამისა, ქუჩები ჰორიზონტალურადაც მოინიშნა”, – განაცხადეს თელავის მერიაში.
მოქალაქეები დადებითად აფასებენ გზაჯვარედინის მოწყობას, თუმცა აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ქალაქის ტერიტორიაზე დარჩა ადგილები, სადაც მსგავის სამუშოაები უნდა ჩატარდეს.
,,მომწონს რომ წლების განმავლობაში ქალაქში გზაჯვარედინზე არ არსებობდა მოძრაობის დამარეგულირებელი შუქნიშნები და ჩვენი სიცოცხლე დაცული არ იყო. დღეს მერიის წინაც დასარეგულირებელია მოძრაობა, მოსაწყობია პარკინგის კუნძულები ქალაქში. არასწორია, რომ მოედანზე დიდი სიჩქარით გადაადგილდებაინ მანქანები და მოტოციკლები.საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე მოძრაობა დიდი სიჩქარით აკრძალული უნდა იყოს, მერიამ ამ საკითხს უნდა მიხედოს, რომ ჩვენი სოცოცხლე იყოს დაცული. მოედანზე არ არსებობს შუქნიშნები. ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელიც არ არის შეღებილი, რომ მძღოლებს თვალში მოხვდეთ და მიხვდნენ, რომ ქვეითების გადასასვლელია”, – განუცხადა knews.ge-ს ნუნუკა ნახუცრიშვილმა.