ახალი ამბები

კახეთში კიდევ ორი დღე ითოვებს

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია -12, -7. დღის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი. 28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 
სინოპტიკოსების ცნობით, დღეიდან ჰაერის ტემპერტაურა კიდევ უფრო დაიკლებს და მომავალი 3 ღამის განმავლობაში -4, -10 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება, დღისით კი სინოპტიკოსები, -1, 0 გრადუსს ვარაუდობენ.
29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება, ხოლო 30 იანვრიდან ამინდი გაუმჯობესდება და დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება.