ახალი ამბები

„ახმეტის ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა 4 საკითხი, რომელიც ეხებოდა საპრივატიზებო და საიჯარო საკითხებს. 
,,ახალგაზდული საკრებულოს” თავმჯდომარის, თაკო უთიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს აქვთ საშუალება გაეცნონ მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს საქმიანობას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევისწავლოთ საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა, ასევე გავეცნოთ იმ საკითხებს, რომელსაც არჩეული საკრებულო განიხილავს და ამტკიცებს. მომავალშიც ვაპირებთ დავსწროთ საკრებულოს სხდომებს, რაც მოგვცემს საშუალებას მეტად ვიყოთ ინფორმირებული თუ რა პროექტები ხორციელდება ახმეტის მუნიციალიტეტში“ – განაცხადა თაკო უთიაშვილმა.
პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი კანონი თავისუფლება“ ეგიდით ქვეყნის ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ხორციელდება, რომელიც 2000-ზე მეტ წევრს და 3000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ-პოლიტიკური კულტურის ამაღლება.