ახალი ამბები

თელავსა და გურჯაანში გზებს თოვლის საფარისაგან წმენდენ

,,დილიდან მიმდინარეობს ცენტრალური და შიდა გზების გაწმედით სამუშაოები, გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში ტრასპორტს არ აქვს გადაადგილების პრობლემა. თოვლსაწმედი მანქანა მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში”, – აცხადებს knews.ge-სთან პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალსტი მურად ფანცქალაშვილი.
გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.
ტრანსპორტს გადაადგილების პრობლემა შეექმნა გურჯაანშიც. როგორც გამგეობაში აცხადებენ ქალაქში დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლისგან გზების გაწმენდა, მუშაობს სპეც. ტექნიკა.
გუბერნიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის გზის საფარის გაწმენდა დაწყებულია რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც.
,,რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო დღეს დილიდან გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეცტექნიკა, გზებზე ტექნიკურ მარილს შლიან. ამ დროისთვის გაწმენდილია ყველა ცენტრალური გზა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დავალებით, მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება”, – აცხადებენ გუბერნიის ადმინისტრაციაში.
ამ დროისათვის კახეთში გადაუღებლად თოვს.

ქალაქი თელავი

ქალაქი თელავი

ქალაქი თელავი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი