ახალი ამბები

ჩუმლაყში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომანქანა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 75 წლის მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გიორგი მღებრიშვილის უწყების ცნობით, მძღოლის დაპატიმრების საკითხი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.