ახალი ამბები

დღეს კახეთის 4 მუნიციპალიტეტს ენერგომომარაგება შეეზღუდება

11-დან 13 სთ-მდე სს,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვესადგურ ,,კაჭრეთში“ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. შესაბამისად ელექტროენერგია შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს : კაჭრეთს, ჯიმითს, ნანიანს და მახარაძეს. ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება ტურისტულ და საზოგადოებრივი კვების ობიექტებსაც: სასტუმრო ,,ამბასადორს“ ; კაჭრეთის წისქვილკომბინატს, რესტორნებს: ,,ჩემპიონსა“ და ,,ნაძვნარს“. 13:00-დან 15:00 სთ-მდე ქსელიდან 40-40 წუთით გაითიშება 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზები ,,კოტეხი”, ,,ზიარი” და ,,ახტალა”, რაც ქ. გურჯაანის ენერგომომარაგების შეზღუდვას გამოიწვევს. ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სოფლებს: ზიარს და ფხოველს. 14-დან 17 სთ-მდე კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფლებს: მელაანს, ჩალაუბანს, არაშენდას, ქოდალოს და დარჩეთს, სოფელ ჩალაუბანში მდებარე საპატროლო პოლიციის საგუშაგოს და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოგასამართ სადგურებს.
11-დან 13 საათამდე ელეტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანს.
12-დან 14 სთ-მდე ენერგომომარაგება შეუწყდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს : არბოშიკს, გამარჯვებას, ოზაანს, მირზაანს, ზემო მაჩხაანს და თავწყაროს.
12-დან 14 საათამდე ქსელიდან გაითიშება ყვარელი.
კახეთის ენერგოდისტრიბუციაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ სს,,საქართველოს ელექტროსისტემის“ მიერ ქვესადგურებზე დაგეგმილი შემოწმებითი სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟმში მიეწოდება.