ახალი ამბები

საიას წარმომადგენლებმა საგარეჯოს #3 და #8 საარჩევნო უბანზე დარღვევები დააფიქსირეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა საგარეჯოს #3 და #8 საარჩევნო უბნებზე დარღვევები დააფიქსირეს. საიას წარმომადგენელის,ირმა პავლიაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე საკონტროლო ფურცელში არ იყო შეტანილი პირველი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები. დამკვირვებლებმა საჩივარი უკვე დაწერეს. 
,,ჩვენმა წარმომადგენლებმა, რომლებიც საგარეჯოს ოლქში მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდებიან, საგარეჯოს #3 და #8 საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს დარღვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით საიას წარმომადგენლებმა დაწერეს საჩივარი და მოვითხოვეთ, რომ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროთ,”– განუცხადა knews.ge-ს ირმა პავლიაშვილმა.