ბლოგები

1. არჩევანი ქალებს

საგარეჯო ის ერთადერთი საარჩევნო ოლქიასადაც საქართველოს პარლამენტის 

შუალედურ არჩევნებზე ორი წინასწარ გამოკვეთილი კანდიდატიდან,

ორივე ქალიარომელთაგან ერთერთმაყოფილი დეპუტატი და 

ამჟამად პირველი თავდაცვის მინისტრი ქალი – თინათინ ხიდაშელი უნდა ჩაანაცვლოს. 

 31 ოქტომბერს გასამართ არჩევნებში სახელისუფლო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თამარ ხიდაშელი, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“   ირმა ინაშვილი წარადგინა.

შესაძლოა პარადოქსულია, მაგრამ ქალთა ამ ორთაბრძოლას ისეთ საარჩევნო ოლქში აქვს ადგილი, რომელიც ქალთა ყველაზე დაბალი აქტივობით და არჩევნებზე ყველაზე მეტი უხეში დარღვევით ხასიათდება.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე  ამომრჩევლის აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მხოლოდ 38 %  იყო, ხოლო 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე წარმოებული სტატისტიკის მონაცემებით,  საგარეჯოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 54%  ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ  შუალედური არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით,  ამომრჩევლის კიდევ უფრო დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი. ამ საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლის აქტივობაც შესამჩნევად დაბალია.

საქართველოს აზერბაიჯანული თემის კვლევის მიხედვით, ქართული ენა საერთოდ არ იცის, 41,8%-მა. დაახლოვებით 22% ესმის, მაგრამ ვერ კითხულობს და წერს. უფრო მეტი პრობლემაა გენდერული თვალსაზრისით, სახელმწიფო ენა არ იცის ქალების 54%-მა.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილში ჯერ კიდევ ირონიულ ღიმილს იწვევს. ქალები ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ,  მაღალია მათი განათლების დონეც. თუმცა ეს ფაქტორები საჯარო პოლიტიკაში მათი თანაბარი მონაწილეობის ასახვას ვერ ჰპოვებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის  (IDFI) კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ საჯარო დაწესებულებში ქალთა და მამაკაცთა დასაქმების მაჩვენებელი თანაბარია, თუმცა ხელმძღვანელ პოსტებზე ეს ბალანსი მნიშვნელოვნად დარღვეულია. მამაკაცთა წარმომადგენლობა გაცილებთ მაღალია, ვიდრე ქალების. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციასა სამინისტროებში, საჯარო  ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთაგან, ქალი მხოლოდ 35%-ია. პარლამენტში 12%, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მათი მონაწილეობა კიდევ უფრო მცირე.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში ამომრჩევლის ცნობიერების შედეგია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ქალი ამომრჩევლის რიცხვი უფრო მაღალია, ლოგიკურია, რომ დავასკვნათ: ქალები ქალებს არ ირჩევენ.

ამომრჩევლის არჩევანზე ისიც მოქმედებს, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიების ე.წ გამსვლელ ადგილებზე ქალ კანდიდატებს თითქმის არ სთავზობენ.

მიუხედავად იმისა, რომ  პოლიტიკური პარტიებისათვის სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფის მექანიზმი პარტიულ სიაში კანდიდატი ქალების რიცხვის გაზრდის მიზნით პოლიტიკური პარტიების წახალისებისათვის ამოქმედდა, ამან ქალი კანდიდატების პროპორცია მაინც მიუღწეველი დატოვა.

პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის მიხედვით საქართველო ეუთოს რეგიონის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა. ქალების არასათანდო წარმომადგენლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, მაშინ როცა ქალების სისტემატური ჩართულობა ხელს უწყობს პოლიტიკური ეფექტურობის გაძლიერებას და პოლიტიკური დღის წესრიგის გაფართოებას,“ – განმარტავს თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ნიკოლოზ შარვაშიძე.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ  საგარეჯო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლე­ბით არის დასახლებული, ამიტომ მათ ინტეგრაციაზე ზრუნვა და ადამიანის უფლებების დაცვა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიო­რიტეტია. 
მმართველი პარტიის დეპუტა­ტობის კანდიდატი საგარეჯოში ქალთა საკონსულტაციო ცენტრის დაფუძნებას გეგმავს. 

ჩემი დაპირება ძალიან კონკრეტულია. მე ვიქნები ყველა საგარეჯოელის უფლებების დამცველი პარლა­მენტში. ასევე ქალთა უფლებების დაცვა იქნება ჩემი ერთერთი ყვე­ლაზე პრიორიტეტული საკითხი. ქალების პრობლემატიკა აქ­ტუალურია და მაშინ, როდესაც ქალი განეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, ეს პრობლემები ორმაგდება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვაყალიბო საკონსულ­ტაციო ცენტრი ქალებისათვის, რომლებიც განიცდიან ძალადობას. ეს არის ერთჶერთი კონკრეტული პროექტი, რომელზეც ვფიქრობ, თუმცა ამისთვის აუცილებელია რესურსების მოძიება. მე, ასევე, შე­ვისწავლი ხანუმ ჯეირანოვას თვით­მკვლელობის საქმის დეტალებს და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, – განმარტავს ხიდაშელი. 

გამარჯვების შემთხვევაში „პატრიოტთა ალიანსის„ ლიდერი ირნა ინაშვილი საგარეჯოში  ქართული ჟურნალისტიკის სკო­ლისა და საჯარო სკოლის ბაზაზე სასწავლო ტელევიზიის დაარსე­ბას გეგმავს:

საგარეჯოს სოფლებში ეკონო­მიური სიდუხჭირეა. მე ვხედავ, რომ ამ სოფლებისათვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები, მაგრამ ბევრი საკითხი გადასაწყვეტია. ერთსა და იმავე პროექტზე თანხა რამდენჯერ­მეა გახარჯული. ისეთი სოფლებიც ვნახე, სადაც გამგებელი კარგად მუშაობს. ყოფითი პრობლემების მოგვარება ადგილობრივი თვითმ­მართველობის კომპეტენციაა, მა­გრამ დეპუტატმა ხელისუფლე­ბასთან ერთად უნდა იმუშაოს. მე არ მინდა, რომ დეპუტატი იყოს იზოლირებული ადგილობრივი ხელისუფლებისაგან. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ პრობლემები ადგილობრივ დონეზე და საქართვე­ლოს პარლამენტშიც,  აღნიშნავს საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტა­ტობის კანდიდატი.