ახალი ამბები

სოფელ ვარდისუბანში სეტყვამ ვენახები გაანადგურა (PHOTOS)

ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც დაიტბორა. “უცებ ამინდი შეიცვალა. საშინელი ქარი ამოვარდა და თან სეტყვაც მოჰყვა. ყველაფერი გაგვინადგურა – ვენახები, მრავალწლიანი ნარგავები, ხეხილი. სახლების პირველი სართულებიც დაგვეტბორა. სტიქიამდე საუბნო გზებზე ხომ ვერ გაივლიდი და მდგომარეობა ეხლა უფრო უარესადაა. არ ვიცი, რა ვქნათ. ამ გზაზე როგორღა უნდა ვიაროთ”, – განუცხადა knews.ge-ს ვარდისუბანში მცხოვრებმა ელიკო ჯაშიაშვილმა. 

დღეს ძლიერმა წვიმამ და ქარმა თელავში მოვაჭრეებს რამდენიმე ათასი ლარის ფინანსური ზარალი მიაყენა. მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა რამდენიმე ათეულ მოვაჭრეს დახლები, გასაყიდად გამოტანილი ხილი და ბოსტნეული მთლიანად გაუნადგურა. წყლით გაივსო ნაყინის მაცივრებიც. რამდენიმე საათის წინ ამოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა კი თელავში, ალაზნის გამზირზე, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 18 ივლისის ჩათვლით წვიმა ელჭექით, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდნელი.